მნიშვნელოვანია, გამჭვირვალობის კანონზე ვენეციის კომისიამ 28 მაისამდე წარმოადგინოს შენიშვნები, ამის მერე იქნება დაგვიანებული – პრემიერი

12
spot_img

მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის კანონზე ვენეციის კომისიამ 28 მაისამდე წარმოადგინოს საკუთარი შენიშვნები, ამის მერე იქნება დაგვიანებული, მათზეა დამოკიდებული, წარმოადგენენ განვიხილავთ, არ წარმოადგენენ ვერ განვიხილავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეიდან არის ორი კვირა, ვიდრე პრეზიდენტი კანონპროექტზე წარმოადგენს საკუთარ ვეტოს.

„როგორც მოგეხსენებათ, პროცედურა არის ასეთი, ვეტოს ვადის გასვლის შემდეგ უნდა იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტის კანონპროექტი და მეორე ალტერნატივა არის მიღებული კანონპროექტი, მესამე საკითხი ვერ განიხილება. ამიტომ თუ ვენეციის კომისიას უნდა რაიმე საკითხის წარმოდგენა, წარმოადგინოს ახლა, ამის შემდეგ ექნება ყველას იმის საშუალება, რომ პრეზიდენტის ვეტოში ავსახოთ ეს საკითხები და მზად ვართ, ჯანსაღი მსჯელობისთვის. შესაბამისად, ვენეციის კომისიას აქვს ამის საშუალება, თუ უნდა წარმოადგინოს საკუთარი დასკვნები. ჩვენ გვახსოვს შემთხვევები, როდესაც აგზავნიდა ხოლმე ესა თუ ის სუბიექტი ვენეციის კომისიაში კანონპროექტებს და ერთ კვირაშიც კი გამოუგზავნიათ დასკვნა. ამ კანონზე დასკვნის წარმოდგენას არაფერი არ უნდა არის რამდენიმე გვერდიანი კანონპროექტი და შეუძლიათ, რამდენიმე დღეში დაწერონ ეს დასკვნა. წარმოადგინონ, განვიხილავთ. სხვა რამეზეა საუბარი, 28 მაისის შემდეგ ან უნდა გაიზიარო პრეზიდენტის ვეტო, ან უნდა დაუბრუნდე შენ კანონპროექტს, მესამე საკითხი ვერ განიხილება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვენეციის კომისიამ 28 მაისამდე წარმოადგინოს საკუთარი შენიშვნები, ამის მერე იქნება დაგვიანებული. მათზეა დამოკიდებული, წარმოადგენენ განვიხილავთ, არ წარმოადგენენ ვერ განვიხილავთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.