ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად-რობერტა მეცოლა

22
spot_img

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა თბილისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც რობერტა მეცოლა წერს, ქართველ ხალხთან ერთად დგას.

„თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად“, – წერს რობერტა მეცოლა.