,,პარტნიორების მიმართ ჩვენი მოწოდებაა, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე”- პრემიერი

13
spot_img

ირაკლი კობახიძე – პარტნიორების მიმართ ჩვენი მოწოდებაა, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე, ეს სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი და ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს

პარტნიორების მიმართ ჩვენი მოწოდებაა, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე, ეს სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი, ეს ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, კიდევ უფრო მეტად გამყარდება ჩვენი მხარდაჭერა, ამიტომ კიდევ ერთხელ, პრაგმატულობისკენ მოვუწოდებ ყველას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა რომ, აშშ-მ სანქციები დააწესოს მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პრაგმატულად მხოლოდ დამაზიანებელი იქნება სანქციების დაწესება სანქციის დამწესებლისთვის.

„თქვენ გახსოვთ, მაგალითად, მოსამართლეების მიმართ დაწესდა ე.წ. სანქციები, სავიზო შეზღუდვები და ამან დააზიანა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია, ვერავითარი ზიანი ვერ მიაყენა ამან მოსამართლეებს, მაგრამ სერიოზულად დაზიანდა აშშ-ის რეპუტაცია, როდესაც ყოველგვარი დასაბუთების, მტკიცებულების გარეშე დასანქცირდნენ მოსამართლეები, მაშინ, როდესაც მოსამართლე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყველაზე მკაცრად უნდა იყოს დაცული სანქცირებისგან. სერიოზულად შეილახა ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია იმით, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ მოსამართლეებს. ასეთ არასერიოზული ნაბიჯი კიდევ ერთხელ თუ გადაიდგმევა, ეს დააზიანებს არა სანქცირებულს, არამედ სანქციის დამწესებელს, რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენ არ გვინდა, რომ აშშ-ის რეპუტაცია დაზიანდეს და ჩვენი მოწოდებაა ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე, ეს პირველ რიგში, სწორედ მათთვის იქნება დამაზიანებელი, ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, კიდევ უფრო მეტად გამყარდება ჩვენი პოლიტიკური გუდის მხარდაჭერა. ამიტომ კიდევ ერთხელ, პრაგმატულობისკენ მოვუწოდებ ყველას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.