ზურაბიშვილის სასახლეში დაბრძანდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მას დედას და მამას აგინებდნენ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – მერე დასჭირდათ და აღმოჩნდა გასაღები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, განვლილი ორი წელი გვაჩვენებს, რომ შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების რიგებში ვიხილოთ.
„რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ამას გვაჩვენებს განვლილი ორი წელიწადი. მისი ნარატივი აბსოლუტურად ემთხვევა ოპოზიციის ნარატივს, რაც მე პირადად მწუხარებას მგვრის, რადგან ჩვენი მოლოდინები სულ სხვა გახლდათ, მათ შორის, ჩვენ ის როგორც ევროპელი პრეზიდენტი ისე ავირჩიეთ და ჩვენ მასზე დიდ იმედებს ვამყარებდით.
ის აღმოჩნდა არაზეპარტიული პრეზიდენტი, არამედ ოპოზიციის პრეზიდენტი. საზოგადოებას კარგად ახსოვს კადრები, მის სასახლეში დაბრძანდებოდნენ ადამიანები, რომლებიც დედას და მამას აგინებდნენ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და დედის და მამის გინება კიდევ იავნანა იყო იმასთან შედარებით, რასაც ზოგიერთი ჟურნალისტებად წოდებული ადამიანები მის მიმართ კადრულობდნენ. მერე დასჭირდათ და აღმოჩნდა გასაღები ზოგიერთი…“ – აღნიშნა ოდიშარიამ.