“ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვიდგებიან მხარში, იქნება უამრავი დამკვირვებელი და „ქართულ ოცნებას“ არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ არჩევნები გააყალბოს”

20
spot_img

ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვიდგებიან მხარში, იქნება უამრავი დამკვირვებელი და „ქართულ ოცნებას“ არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ გააყალბოს არჩევნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ჰერჩინსკი აღნიშნავს: „ყურადღებით მივადევნებთ თვალს არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას. ვიმედოვნებთ, იქნება თანაბარი პირობები და არ ექნება ადგილი ძალადობას“.

ხაბეიშვილის თქმით, პარტნიორების მხრიდან მხარდამჭერი განცხადებები ისმის.

„დასავლელ პარტნიორები, ჩვენი მეგობრები ცხადია, დგანან ქართველი ხალხის გვერდით. მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეებს, მათ კარგად ესმით, როგორი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ცვლილებები და ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოემსახურება ხალხის კეთილდღეობას, ორიენტირებული იქნება დასაქმებაზე, ეკონომიკურ დოვლათზე. შესაბამისად, არავინ არ ენდობა „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნებს, ამიტომ ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ გავაკეთებდით ყველაფერს, რათა საქართველოში ყოფილიყო გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები და ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ისმის მხარდამჭერი განცხადებები, რაც გულისხმობს იმას, რომ დარწმუნებულები ვართ, საქმეშიც აისახება ეს ყველაფერი. საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არ, ვერ ექნება „ქართულ ოცნებას“. ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვიდგებიან მხარში და ყველას კარგად გვესმის, რომ ეს გრძელვადიანი მისიები, უამრავი დამკვირვებელი იქნება ამ ქვეყანაში და „ქართულ ოცნებას“ არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ გააყალბოს არჩევნები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.