„ჟორიკა რურუა საკუთარ მეწილეებთან ერთად ატარებენ ლგბტ-ფესტივალს” – შაქარიშვილი

271
spot_img

ჟორიკა რურუა საკუთარ მეწილეებთან ერთად – ყანჩაველი, მერაბ ტყეშელაშვილი – ატარებენ ლგბტ-ფესტივალს. უნდა იცოდნენ, რომ თუ სასწრაფოდ არ გააუქმებენ ამ ხელშეკრულებას, ისინი გახდებიან თანამონაწილეები და ლგბტ-პროპაგანდისტები, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ლგბტ-ფესტივალი არ ჩაიშლება, ამას შეიძლება ძალიან ცუდი პროცესები მოჰყვეს.

„ჟორიკა რურუა საკუთარ მეწილეებთან ერთად – ყანჩაველი, მერაბ ტყეშელაშვილი – ატარებენ ლგბტ-ფესტივალს. უნდა იცოდნენ, რომ თუ სასწრაფოდ არ გააუქმებენ ამ ხელშეკრულებას, ისინი გახდებიან თანამონაწილეები და ლგბტ-პროპაგანდისტები. ძალიან მაღალია ვნებათაღელვა, ტემპერატურა და მინდა მათ ვუთხრა, რომ თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ისინი გახდებიან მაპროვოცირებლები იმ ძალიან ცუდი პროცესებისა, რომელიც შეიძლება მივიღოთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ სასწრაფოდ ჩაშლიან ამ ფესტივალს“, – აცხადებს შაქარიშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, 8 ივლისს კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას, „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან. ამ დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას.