ზალუჟნი ქვეყნის მთავრობას ჯარის სწორად დაკომპლექტებაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს – Bloomberg

14
spot_img

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ქვეყნის მთავრობას ჯარის სწორად დაკომპლექტებაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ სტატიას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობამ, რომელიც დაიწყო 2023 წლის ზაფხულში, მხოლოდ გაზარდა დაძაბულობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნისა და ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.

„უთანხმოების რამდენიმე მიზეზი არსებობს. მაგალითად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი აქტიურად ემხრობა მობილიზაციის ახალ ტალღას და უსწრებს პრეზიდენტს საზოგადოების ნდობის დონით, რაც მხოლოდ ართულებს მათ ურთიერთობას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალ ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. ეს ყველაფერი შედეგია მათ შორის კონფლიქტის, რომელიც მხოლოდ მწვავდება“, – წერს „ბლუმბერგი“.

სტატიის მიხედვით, ზალუჟნი ფლობს ავტორიტეტს როგორც სამხედროებს, ასევე სამოქალაქო პირებს შორის, ის თანასწორად ურთიერთობს თავის ქვეშევრდომებთან, არის დაკავებული თავისი საქმით და არა თავისი „საჯარო პროფილის“ შექმნით.