ოკუპირებულ გაგრის რაიონში საბაგირო ჩაწყდა – არის მსხვერპლი

58
spot_img

ოკუპირებული გაგრის რაიონში, გეგის ჩანჩქერისაკენ მიმავალ გზაზე საბაგირო გზა გაწყდა. საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად, დაიღუპა ქალაქ ორენბურგის ოლქის მკვიდრი, რუსეთის მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “აფსნიპრესი” ავრცელებს

“28 წლის მამაკაცი საბაგირო გზით სარგებლობდა. რაღაც მომენტში ტროსი გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან ჩავარდა,” – განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.ცხედარი დე ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.