,,ვნახოთ, როგორ ივლიან წინასაარჩევნოდ ლგბტ დროშებით და საზოგადოება მათ რა პასუხს გასცემს”- გურამ მაჭარაშვილი

12
spot_img

„თბილისი პრაიდის“ ეს შეკრება არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ისინი შეეცდებიან საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს ვინმეს უფლებები ირღვევა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით ნატახტარში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვინ არის მომხრე ლგბტ პრაიდების, გეი აღლუმების, ბავშვების ფსიქოლოგიის დაზიანების, დედ-მამის ხსენების აკრძალვის, – ამაზე ან კი, ან არა უნდა თქვან. ჩვენ მიღებული გვაქვს პრინციპში ოპოზიციისგან პასუხი, რომ ისინი მომხრე არიან ლგბტ პროპაგანდის და ვნახოთ, როგორ ივლიან წინასაარჩევნოდ რეგიონებში თუ ქალაქებში ლგბტ დროშებით და საზოგადოება მათ რა პასუხს გასცემს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მესამე დღეა თბილისი პრაიდის ორგანიზებით, ნატახტარში, „ვილა მოსავალში“ შეხვედრები იმართება.