„ვივამედი“ გახდა პირველი კლინიკა, სადაც დემენცია განიკურნა ყოველგვარი კვალის დატოვების გარეშე”- მდინარაძე

18
spot_img

საქართველო არის პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც დემენცია ძალიან მარტივად, ძალიან მალე და ყოველგვარი კვალის გარეშე იკურნება. „ვივამედი“ გახდა პირველი კლინიკა, სადაც დემენცია განიკურნა ყოველგვარი კვალის დატოვების გარეშე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„არანაირი პრობლემა აღარ აქვს სააკაშვილს და ადამიანს შეუძლია გახდეს პოლიტიკური ლიდერი, გამოვიდეს, რევოლუციურ პროცესებში ჩაერთოს და ამის ძალა ჰქონდეს – აი, ამ აბსურდის თეატრში ცდილობენ აცხოვრონ ქართული საზოგადოება. შესაბამისად, ეს ტყუილები დამთავრდა. ეს კინო დიდი ხანია ვნახეთ, სააკაშვილი არის ბნელი წარსული, ხოლო ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ მომავალზე, რომელიც უნდა იყოს ნათელი, ევროპული, ღირსეული, ამავდროულად ეროვნული, იმიტომ რომ ეროვნულობის და ევროპულობის გამიჯვნა უნდათ საქართველოში და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.