,,ვიცინოთ თუ ვიტიროთ აღარ ვიცით”- მაია ბითაძე

35
spot_img

ვიცინოთ თუ ვიტიროთ აღარ ვიცით-
1. არ დააინიციირეს ჩვენთან ერთად რეზოლუცია, ამ
ჩვენ სამშობლოს რეპუტაციას ერჩიან სადაც და როგორც შეუძლიათ ისე;
2. ევრონესტის მუშაობის პროცედურა არ იციან;
3. კომეტეტებზე ჩვენ მიერ დაინიციირებულ სხვა ცვლილებებსაც არ დაუჭირეს მხარი – საქართველოს დეოკუპაციისა და ევროინტეგრაციის, ენერგოდამოუკიდებლობის შესახებ, (პირდაპირი ეთერები იყო ვისაც აინტერესებს ნახავს);
4. ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა დაადასტურა რასაც გუშინ საღამოდან ვამბობთ წუხილით, რომ ინიციირებისთვის არ გვეყო ხმები და მხოლოდ ოცნების დელეგაციამ და მოლდოვის დელეგაციამ დავასპონსორეთ რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის ევროინტეგრაციას, ომის დაგმობასა და დეოკუპაციას ეხება.
ახლა დებენ პოსტებს – შოკშია ევროპარლამენტიო , შოკშია აბა რა!!! ქართველმა ოპოზიციონერებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციის რეზოლუციას !
ევროპარლამენტიც შოკშია და ქართველი ხალხიც. ჩვენ, ოცნების დეპუტატები მიჩვეულები ვართ, მით უმეტეს, რომ არც იმ კანონის პროექტებს უჭერენ მხარს პარლამენტში, რომლებიც ასოცირების ვალდებულებებია

p.s. ჩემო ოპოზიციონერო კოლეგებო, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, სამშობლო კიდე უნდა გიყვარდეთ და გიხაროდეთ რომ ევროინტეგრაცია აქტიურ ფაზაშია და ისტორიის ეს ფურცელი ,,ქართულმა ოცნებამ” დაწერა – წერს მაია ბითაძე ფეისბუკში.