,,ვისაც სააკაშვილი არ გინდათ,არც მისი პარტია და მხარდამჭერთა ხმები უნდა გინდოდეთ!”- მაია ორჯონიკიძე

242
spot_img

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სააკაშვილის შემდეგ გიორგი ვაშაძე ყველაზე მასშტაბური მოქმედი პოლიტიკოსია ამ ქვეყანაში”– წერს მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში:

“ამიტომაც ებრძოდნენ მელია-ბოკერიები ჯერ კიდევ 2014-15 წლებში. მიშასთან წარსული გაუგებრობაც მათი ინტრიგების ხლართვის შედეგი იყო-ეს ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი. პოლიტიკოსი ის კი არ არის,ვინც ფორმალურადაა პოლიტიკოსი-ასეთები ჩვენში კონა ათი შაურია,პოლიტიკოსი ისაა-ვისაც ქვეყნის მომავალი განვითარების სტრატეგიული ხედვა გააჩნია.

სულ რომ არაფერი,მარტო იმას ვუფასებ ლევან ხაბეიშვილს,რომ ვაშაძე დააბრუნა და ზოგადად ხაბეიშვილის დროს მე რასაც ვხედავ-არავის ერჩიან,კარები არავისთვისაა დაკეტილი,ვისაც რაიმე სასიკეთოს გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის.მელიას დროს დაკეტილ-გასხვისებული ენმ-ს რეგიონალური ოფისები სწორედ ლევან ხაბეიშვილის დაუღალავი მუშაობის შედეგად დღეს უკვე გახსნილია მთელი ქვეყნის მასშტაბით!

დავესესხები გიორგი ვაშაძის ძალიან ზუსტ ტერმინს,როდესაც ნინო ჟიჟილაშვილი ენმ-ზე ნიკანორ მელიას დაუსრულებელი თავდასხმების თემას შეეხო,მაგრამ ეს პარტიის შიგნით კონფლიქტად მოიხსენია,გიორგიმ უპასუხა,რომ ამ თემას მედია უფრო ტირაჟირებს და იმაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს,ვიდრე ნაცმოძრაობის მომხრეთა მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი და ლევან ხაბეიშვილზე ორკესტრირებულ შტურმს “ელიტისტური თავდასხმები” უწოდა ზუსტად და მოსწრებულად. დიახ,ეს არის პოლიტიზირებული “ელიტის” შეთანხმებული შტურმი,მაგრამ “ელიტისტური” სულაც არ ნიშნავს ელიტარულს-რადგან საქართველოში პოლიტიკური ელიტა სანთლით საძებარია.

აცალეთ ამ ხალხს მუშაობა მათ,ვისაც თავად არაფრის კეთება შეგიძლიათ და პოლიტიკოსობა კაბინეტიდან გაუსვლელად სავარძელში ჰალსტუხით ჯდომა გგონიათ! ვისაც არ მოგწონთ დღევანდელი ენმ-წადით და შექმენით თქვენი პარტია,ჩვენ ექვსი წელი ვიტანდით თქვენს უმსგავსობას,მიშას სახელის პარტიაში ლამის აკრძალვას და ყოველი არჩევნების შემდეგ სიმწრით აღებული ხმების რუსი ოლიგარქისთვის ჩუქებას! დიახ-ვისაც სააკაშვილი არ გინდათ,არც სააკაშვილის პარტია და სააკაშვილის მხარდამჭერთა ხმები უნდა გინდოდეთ! გეყოთ,რაც ექვსი წელი პარტია შიგნიდან ანგრიეთ,გეყოთ!”- წერს მაია ორჯონიკიძე.