“ვეტოს დაძლევა „ქართული ოცნებისთვის“ „ჩელენჯად“ ჩამოყალიბდა” – გიორგი ბოტკოველი

22
spot_img

ვეტოს დაძლევა „ქართული ოცნებისთვის“ „ჩელენჯად“ ჩამოყალიბდა – სამართლებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ თუ რაიმეს გააკეთებენ და ვეტოს დაძლევენ, მათ რაღაც დამატებით კმაყოფილებას მატებთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

ის პრეზიდენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

„ვეტოს დაძლევა „ქართული ოცნებისთვის” „ჩელენჯად” ჩამოყალიბდა. სამართლებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ თუ რაიმეს გააკეთებენ და ვეტოს დაძლევენ, მათ რაღაც დამატებით კმაყოფილებას მატებთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანას რეალურად სჭირდება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. ვნახეთ, რომ ვენეციის კომისია წინააღმდეგია იმ პროცესის, რომლის დაძლევასაც ივანიშვილის პარტია ცდილობს. რა თქმა უნდა, თუ ისინი ამ ყველაფერზე წავლენ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება”,- აღნიშნა ბოტკოველმა.

გარდა ამისა, მან იმ ფაქტზეც ისაუბრა, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ.

როგორც ბოტკოველმა განმარტა, მმართველი გუნდი საკუთარ შემოსავალს აზღვევს.

„საკუთარი კეთილდღეობის გაზრდა არის პრემიერის და ყველა იმ ჩინოვნიკის მთავარი მიზანი, რომელიც კორუფციულ მორევშია ჩართული. თუ ოქტომბრამდე ეს პროცესი მოესწრო, ჩვენ, პასუხისმგებლობიანმა ოპოზიციამ, რომელიც ხელისუფლების სადავეებს ჩაიბარებს, კოალიციური მთავრობის ფორმატში უნდა ვიზრუნოთ, რომ ის ხელფასი, რასაც თითოეული ჩინოვნიკი აიღებს დამსახურებული იყოს იმ სამუშაოს შესაბამისად, რასაც ეწევა. ჩვენ ვხედავთ ჩინოვნიკებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობით არიან დაკავებულები. როგორ შეიძლება ივანიშვილი პარტიასთან დამოკიდებულებაში ვისაუბროთ, რომ ისინი რაიმენაირად კორუფციას დააზღვევენ. ისინი საკუთარ შემოსავალს აზღვევენ“,- აღნიშნა ბოტკოველმა.