“არ შეიძლება ასეთი კრიმინალების ასეთი პატივით მიღება ევროკავშირის მხრიდან, ვინაიდან ეს ევროსკეპტიციზმს ხელს უწყობს” – ბექა დავითულიანი ადეიშვილზე

28
spot_img

კარგია, რომ ევროკავშირის სტრუქტურები გამოეხმაურნენ იმ გულისწყრომას, რომელიც საქართველოში გამოიხატა ადეიშვილის ევროპულ სტრუქტურებში ვოიაჟის გამო – ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ხმა მისწვდათ და კი, შეაწუხათ იმან, რომ მათთან სტუმრად იმყოფებოდა წამებაში, ქონების მიტაცებაში, ადამიანის გატაცებასა და ცემაში მსჯავრდებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„არ შეიძლება ასეთი კრიმინალების ასეთი პატივით მიღება ევროკავშირის მხრიდან, ვინაიდან ეს ევროსკეპტიციზმს ხელს უწყობს. პრობლემაა ის, რომ ადეიშვილი იყო უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაფუჭებაში ცალსახად უკრაინული მხარის ასეთი დამოკიდებულებაა პრობლემა“, – აღნიშნა დავითულიანმა.

ბრიუსელში, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოეხმაურა.