ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას – კონსერვატორიის სტუდენტები

27
spot_img

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები ეთიშებიან სასწავლო პროცესს და უერთდებიან გაფიცვას გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ.

კონსერვატორიის სტუდენტების განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ.

“ჩვენ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, პროფესორები და თანამშრომლები კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ გზას.

წინააღმდეგობას ვუცხადებთ პარლამენტის უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. არასდროს შევეგუებით მჩაგვრელ, ღირსებისშემლახველ სისტემას, რომელსაც დღეს საქართველოს მთავრობა და ძალოვანი სტრუქტურები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ.

ამის გათვალისწინებით, კონსერვატორიის სტუდენტები ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას. მოგმართავთ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს – შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში. არა რუსულ რეჟიმს!” – აღნიშნულია განცხადებაში.