ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება – მიხეილ სააკაშვილი

15
spot_img

ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება – საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და არა ჩვენი თანამდებობების, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, როგორც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ისე მომავალზე საერთო გეგმის დასახვაა საჭირო.

„ჩვენ საერთო მყარი გეგმა გვჭირდება, როგორც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ისე მომავალზე.

ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება. საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და არა ჩვენი თანამდებობების. პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ. ძალა ერთობაშია!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.