„ვერაფერს გეტყვით“ – პესკოვი შავ ზღვაში რუსულ გემზე თავდასხმის შესახებ

41
spot_img

კრემლი შავ ზღვაში რუსულ გემზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

კრემლის ლიდერის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი რუსულ მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ გემების თავდასხმასთან დაკავშირებული ყველა კითხვა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გადაეგზავნა.

„ეს პირდაპირ კავშირშია სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან. შესაბამისად, ყველა კითხვაზე პასუხი თავდაცვის სამინისტროს ექსკლუზიური პრეროგატივაა. მე ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ“, – აცხადებს პესკოვი.

ინფორმაციისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შავ ზღვაში რუსულ გემზე უკრაინამ საჰაერო იერიში განახორციელა.