ვაშინგტონში, სროლას მსხვერპლი მოჰყვა

33
spot_img

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, კენედის რეკრეაციულ ცენტრთან სროლა დაახლოებით დილის 3 საათზე დაფიქსირდა. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. უცნობია, ვინ გახსნა ცეცხლი ან რამ გამოიწვია სროლა.

“ჩვენ ვთხოვთ ნებისმიერს, ვისაც აქვს რაიმე ინფორმაცია ამ ინციდენტთან დაკავშირებით ან შეიძლება იყოს ამის თვითმხილველი, დაუკავშირდეს მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტს,” – განაცხადა პოლიციის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწემ ჯეფრი კეროლმა.