„თბილისი პრაიდის“ მიერ გამართული სემინარი მათი და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით დაიგეგმა

42
spot_img

გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ გამართული სემინარი მათი და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით დაიგეგმა. აცხადებენ, რომ სემინარის მთავარი მიზანი იყო ადამიანის და ზოგადად უმცირესობების უფლებების დაცვა და ცნობიერების ამაღლება. „თბილისი პრაიდმა“ კი თემად რუსული დეზინფორმაცია დაასახელა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, რეალურად, „ვილა მოსავალში“ შეკრებილების საუბრის მთავარი თემა იყო ის, თუ როგორ უნდა გააპროტესტონ მმართველი გუნდის ინიციატივა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც ის კანონპროექტად იქცევა. იმსჯელეს როგორ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და როგორ უნდა გაასაღონ კანონპროექტი რუსულად. გეგმის ერთ-ერთი ნაწილია ევროპული მომავლის საფრთხეზე საუბარი. მთავარ ხაზად აირჩევენ პედოფილიის საკითხს.