აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინა საბოლოოდ შეუერთდება ნატოს, რადგან ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა კვლავ მყარია.
„უკრაინა გახდება ნატოს წევრი. [ვაშინგტონის] სამიტზე ჩვენი მიზანია დავეხმაროთ უკრაინას ამ წევრობისკენ ხიდის აშენებაში“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.