“ვაშაძე რომ გეყოლება ლიდერი, იქ რა გამარჯვება უნდა იყოს?” – ირაკლი ზარქუა

277
spot_img

ვაშაძე რომ გეყოლება ლიდერი, იქ რა გამარჯვება უნდა იყოს? – ოგბუნუჯუმ მოუგო არჩევნებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუამ ვაშაძეს „ჩათლახი“ უწოდა.

„არეულობის სურვილი აქვთ, მაგრამ ერთი ადგილი არ აქვთ. არაერთხელ ჰქონდათ მცდელობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, დაფინანსების მიუხედავად. ქალბატონი ლაკა იცით ფინანსდება რუსეთიდან, ზოგი სხვა წყაროებიდან ფინანსდება, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, რატომ? – როცა ვაშაძე გეყოლება ლიდერი, იქ რა გამარჯვება უნდა იყოს? „ჩათლახმა“ ჩემი ხაბეიშვილი დამიჩაგრა და ამას არ ვაპატიებ. გაერთიანებას უნდა დაარქვან „ლუზერების პლატფორმა“ და ზემოთ ვაშაძე უნდა დასვან, რომელმაც მერობაზე იყარა კენჭი და ერთი ჩვენი კარგი თანამოქალაქეა – ნიგერიელი, ერთი წლის წინ გადმოსახლდა, ოგბუნუჯუ თუ არ ვცდები და იმან მოუგო ვაშაძეს“, – განაცხადა ზარქუამ.

ამასთან, ზარქუა ეხმიანება სესხების ჩამოწერაზე „გამარჯვების პლატფორმის“ ინიციატივას და ამტკიცებს, რომ 26 პროცენტში სესხს, რაც პენსიონერებისთვის არის განკუთვნილი, სხვებს და მათ შორის, მას, არ მისცემენ.

„ახლა გაახსენდათ პენსიონერები? პენსიონერებზე არ იყო რომ 180 პროცენტი რომ ჰქონდათ დაწესებული? მაგათ დროს იყო – 180, 130, 120 (საპროცენტო განაკვეთი). ჩვენ ჩამოვიყვანეთ და პირადად ჩემი შუამდგომლობით და ხელმძღვანელობით, დღეს ყველაზე დაბალია საპროცენტო განაკვეთი პენსიონერებისთვის. ვის ატყუებენ ესენი? ეს ეტყობა ვაშაძემ მოიფიქრა, მათი მოგონილია საპენსიო სესხი და ძარცვავდნენ პენსიონერებს. ჩვენ ჩამოვიყვანეთ ჯერ 50-მდე, მერე 30-მდე და ახლა არის 26. 26 პროცენტში არც მე და არც თქვენ არ მოგვცემენ სესხს 1200 ლარამდე, ასეთ სესხზეა საუბარი, იპოთეკურ სესხზე არა. მათთვის არის სპეციალური (განაკვეთი), შევიმუშავეთ მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან ერთად”, – განაცხადა ზარქუამ.