ნორვეგია რუსული ნომრების მქონე მანქანებს ქვეყანაში აღარ შეუშვებს

277
spot_img

ნორვეგია რუსული ნომრების მქონე მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს. ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათ აღნიშნეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ ნორვეგია აძლიერებს რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს.

ცვლილებები ძალაში 3 ოქტომბრიდან შევა.

„ნორვეგია მოკავშირეებთან და თანამოაზრეებთან ერთად სასტიკ დამპყრობელ ომზე რეაგირებს, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მნიშვნელოვანია, რომ სანქციები ეფექტიანი იყოს, რათა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი აღვკვეთოთ, რომელიც რუსულ სახელმწიფოს ომის დაფინანსებისთვის სჭირდება“, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა.

აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ 10 ან ნაკლები დასაჯდომი ადგილის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე გავრცელდება, ამიტომ საზღვრის კვეთა მიკროავტობუსებით ან ავტობუსებით კვლავ შესაძლებელი იქნება.