,, ვაპირებ, რომ ჩემი კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს შევთავაზო”- გიორგი კალანდარიშვილი

17
spot_img

გიორგი კალანდარიშვილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქმიანობის გაგრძელების სურვილი აქვს და ის პარლამენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას აპირებს. ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დადგენილ ვადებში საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს.

„რა თქმა უნდა ვაპირებ, ჩემი კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს შევთავაზო. როდესაც ინსტიტუციის წინაშე ასეთი მაღალი გამოწვევებია და აქვს ასეთი პროგრესი თავისი გამჭვირვალე და ღია საქმიანობით და ჩვენ პასუხისმგებლობა გვქონდა აღებული ამ ყველაფრის ეფექტიანად განხორციელებაზე, ცხადია ეს ყველაფერი ბოლომდე მიყვანას საჭიროებს. თუ კონკურსის შედეგად მოგვეცემა საშუალება მეც და ჩემს კოლეგებსაც, ბუნებრივია ჩვენ ამ პასუხისმგებლობას კვლავ ავიღებთ“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, ტარდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის სამი კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი. მსურველებმა 9 აპრილის ჩათვლით განაცხადი და საკონკურსო დოკუმენტები უნდა წარადგინონ.