რუსეთში სამხედრო სამსახურში 18 წელზე უფროსი ასაკის 150 ათას ადამიანს გაიწვევენ

11
spot_img

რუსეთის მთავრობამ გამოაქვეყნა კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განკარგულება საგაზაფხულო გაწვევის შესახებ, სადაც საუბარია 150 ათასი ადამიანის სამხედრო სამსახურში გაწვევაზე.

ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, 1-ელი აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციაში სამხედრო სამსახურში 150 ათასი ადამიანი იქნება გაწვეული.

მათი ასაკი 18-დან 30 წლამდე იქნება.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციაში სამხედრო გაწვევა ტრადიციულად ტარდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხულსა და შემოდგომაზე.