ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, იყო ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოხმაურება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე აქტივობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან არ არის კოორდინირებული, არ შეიძლება, ჩაითვალოს ლეგიტიმურად.
„საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს შესაძლებლობა, მართოს პროცესები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქ მიმდინარე ნებისმიერ აქტივობაზე პასუხისმგებლობა არის ადგილზე ეფექტური ძალის განმახორციელებელი ქვეყნის, ეს ცალსახაა. ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს. ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. იყო ძალიან ბევრი გამოხმაურება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვას. ერთი მხრივ, ვაგრძელებთ ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც არის მთავარი ქვაკუთხედი, რომ მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. ამ მიმართულებით, მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მიზანი არის ეს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე აქტივობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან არ არის კოორდინირებული, არ შეიძლება, ჩაითვალოს ლეგიტიმურად“, – განაცხადა მინისტრმა.