პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს

9
spot_img

პოლიტიკური პარტიის „ხალხის ძალის“ დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის წესდება და სტრუქტურა დამტკიცდა.

სხდომა პარტიის წევრმა, ეკა სეფაშვილმა გახსნა და პარტიის დამფუძნებელი რვა წევრის წარდგინებით ყრილობის წინაშე დააყენა პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარის არჩევის საკითხი, რომელიც ერთხმად დაამტკიცეს.

პარტიის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა სიტყვით მიმართა შეკრებილებს, რის შემდეგაც პარტიის მთავარი კომიტეტის წევრებად დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე, ზაალ მიქელაძე და ირაკლი (დაჩი) ბერაია აირჩიეს.