საქართველოში იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო

21
spot_img

საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო.

თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. სტოლტენბერგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა.

იენს სტოლტენბერგს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე.

სტოლტენბერგს დაგეგმილი აქვს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ნატო-ს გენერალური მდივანი 19 მარტს საქართველოდან ერევანში გაემგზავრება.