“ვაგნერის“ აჯანყების დროს დასავლეთი უკრაინას სთხოვდა, რომ რუსეთისთვის არ დაერტყა” – CNN

91
spot_img

„ვაგნერის ჯგუფის“ აჯანყების დროს დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინას ურჩიეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა არ განეხორციელებინათ, – ამის შესახებ CNN-ი დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, უკრაინელ ოფიციალურ პირებს სხვადასხვა დონეზე დაუკავშირდნენ და გააფრთხილეს, რომ რუსეთში არსებული ქაოსი დარტყმების განსახორციელებლად არ გამოეყენებინათ. ისინი შიშობდნენ, რომ დარტყმის განხორციელების შემთხვევაში, უკრაინასა და დასავლეთს ევგენი პრიგოჟინის დახმარებაში დაადანაშაულებდნენ.

„მესიჯი იყო, რომ ეს რუსეთის შიდა საქმეა. მოკავშირეებმა გააფრთხილეს უკრაინელები, რომ სიტუაციის პროვოცირება არ უნდა მოეხდინათ და რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებისთვის არ უნდა დაერტყათ“, – აღნიშნა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა.