უცნობია, რის საფუძველზეა გათავისუფლებული, პრეზიდენტის შეწყალება არ არის”- თორნიკე მამალაძე

36
spot_img

დეკანოზ გიორგი მამალაძის, ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, რის საფუძველზეა გათავისუფლებული დეკანოზი.„დარწმუნებული ვარ პრეზიდენტის შეწყალება არ არის. უცნობია, რის საფუძველზეა გათავისუფლებული. დეტალები არ ვიცი. შემიძლია ვთქვა, რომ უდოს კომისიაზე გვქონდა განცხადება გაგზავნილი წინა წლის ნოემბერში, პასუხი მოგვივიდა, რომ 3-თვიანი ვადა ითხოვა უდოს კომისიამ. 19 თებერვალს უნდა გასულიყო 3 თვე. დღეს მირეკავს ჩემი ძმა, რომ გათავისუფლებულია. დეტალები არ ვიცი“, – აღნიშნა თორნიკე მამალაძემ „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან გათავისუფლდა. როგორც მედიას გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა, გიორგი მამალაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა და ის ოჯახში იმყოფება.

ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.