,,დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა”- გიორგი მამალაძის ადვოკატი

46
spot_img

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზის საპატიმროდან გათავისუფლება ე.წ. უდოს კომისიის საშუალებით მოხდა.

როგორც ადვოკატმა მედიას  განუცხადა, მამალაძეს, დაახლოებით 1 წელი და 9 თქვე ჰქონდა დარჩენილი პატიმრობის მოხდამდე.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად გამოვიდა. გამოვიდა უდოს კომისიის საშუალებით. რამდენიმე საათის წინ მოხდა მისი გამოშვება საპატიმროდან და, შესაბამისად, ოფიციალური დეტალები არ ჩაგვბარებია, მაგრამ შემიძლია დაიდასტუროთ, რომ დღეს საღამოს გამოვიდა.

დეკანოზს, დაახლოებით 1 წელი და 9 თქვე ჰქონდა დარჩენილი“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.