„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ჩამოაშორებს საქართველოს ევროპული გზიდან”

39
spot_img

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ჩამოაშორებს საქართველოს ევროპული გზიდან, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მეთიუ მილერს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ დაუსვა კითხვა: „თქვენ მკაფიოდ განაცხადეთ, რომ ეს კანონი აშორებს საქართველოს ევროპულ გზას. ხედავთ დემოკრატიული უკუსვლის საქართველოში?“, რაზეც მილერმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე შეფასების გაკეთება შეუძლია, რაც წინა პრესკონფერენციაზე თქვა.

„მე არ მინდა, გავაკეთო ფართო შეფასება, გარდა იმ შეფასებისა, რომელიც ამ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით წინა დღეს გავაკეთე, რომ ჩვენ გვჯერა, რომ ის დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და ჩამოაშორებს საქართველოს ევროპული გზიდან. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.