მაკრონმა ფრანგულ კომპანიებს იარაღის წარმოების გაზრდა დაავალა

38
spot_img

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში სამხედრო იარაღის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე სამხედრო ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მსოფლიო იცვლება და ჩვენ ყველამ მეტი იარაღი უნდა ვაწარმოოთ, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ ამ აგრესიის პირისპირ და თავიც დავიცვათ.“, – განაცხადა მაკრონმა.

როგორც BFMTV იუწყება, მაკრონმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საფრანგეთი უკრაინას ვერ მიატოვებს, რადგან ის მათგან 1500 კილომეტრში მდებარეობს.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ჩვენი პირადი უსაფრთხოების საკითხია. ეს შანსია ევროპისთვის, რომ ვიცხოვროთ მშვიდობაში“, – ამბობს მაკრონი.