უპასუხებს თუ არა ისრაელი ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, ამის შესახებ პასუხი ომის კაბინეტს ისევ არ აქვს

24
spot_img

უპასუხებს თუ არა ისრაელი ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, ამის შესახებ პასუხი ომის კაბინეტს ისევ არ აქვს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტილება კვლავ უცნობია. ისრაელის მედიაზე დაყრდნობით გამოცემა The Times of Israel იუწყება, რომ ისრაელის ომის კაბინეტის წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენი განცი მხარს უჭერდა, რომ ისრაელს საპასუხო თავდასხმა ჯერ კიდევ გასულ ღამეს განეხორციელებინა, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, თავდაცვის ძალების მეთაური ჰერცი ჰალევი და ომის კაბინეტის სხვა წევრები. მათ არგუმენტად მოიყვანეს ის, რომ ისრაელი ორიენტირებული იყო ირანის მიერ გაშვებული დრონებისა და რაკეტების მოგერიებაზე, რაც გაართულებდა ერთდროულ მოქმედებებს.

რაც შეეხება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიციას, ის ამ დროისთვის არ არის ცნობილი.

The Times of Israel ასევე წერს, რომ აშშ არ იქნება ისრაელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგი, თუმცა აშშ-ში აღნიშნეს, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ისრაელის პასუხში.