15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

103
spot_img

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შეაშინოს, ამიტომ ჯერ ყავა შესთავაზეთ, შემდეგ საინტერესო თემებზე ესაუბრეთ და საკუთარ სურვილებზე მერე მიანიშნეთ. სახლისთვის შეძენილი ნივთები დიდხანს მოგემსახურებათ და უამრავ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

კურო

ვარსკვლავების განლაგება თავს პოპულარულ ადამიანად გაგრძნობინებთ – ყველას თქვენთან ურთიერთობა და თქვენი რჩევის მოსმენა სურს. შესანიშნავი დღეა მეგობრებთან, თანამდებობის პირებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. რთულ დროს შეგიძლიათ ინტუიციის იმედზე იყოთ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გიღალატებთ.

ტყუპები

15 აპრილს შესაძლოა, მეგობრებმა და თანამოაზრეებმა რაიმე თხოვნით ან წინადადებით მოგმართონ. სანამ უარს იტყვით, კარგად დაფიქრდით, რადგან ამ იდეამ შეიძლება ფინანსური მოგება ან წარუშლელი შთაბეჭდილებები მოგიტანოთ. სამსახურში, ბოლოს და ბოლოს, შენიშნავენ თქვენს შრომისმოყვარეობას, რაც შემდგომში შეიძლება გარკვეულ პრივილეგიებში აისახოს.

კირჩხიბი

ამ დღეს გუნდური მუშაობა ნაყოფიერი იქნება და შესაძლებლობას მოგცემთ, რომ თქვენი კრეატიულობა ან ლიდერობის უნარი გამოავლინოთ. ზოგი კირჩხიბი ძვირფას საჩუქარს ან საინტერესო შეთავაზებას მიიღებს, ზოგი კი შვებულებისთვის მზადებას შეუდგება. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი კრედიტის ან ვალის აღებას მოერიდოთ. ახლა ამისთვის არახელსაყრელი გარემოებებია.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ინდივიდუალური მუშაობისთვის. ინტუიცია გიკარნხებთ, რა მიმართულებით უნდა იმოძრაოთ და სასურველ მიზანს როგორ მიაღწიოთ. უარს ნუ იტყვით მეგობრებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრებაზე. რაც უფრო მეტ ადამიანს დაუკავშირდებით და გაიცნობთ, მით უფრო გაიზრდება საჭირო ადამიანთან შეხვედრის ან სასარგებლო ინფორმაციის მოსმენის შანსი. ეწვიეთ ხალხმრავალ ადგილებს და ჩაერთეთ საუბრებში.

ქალწული

კარგი დღეს ახალი ნაცნობობისთვის – შესაძლოა ის, ვისაც დღეს გაიცნობთ, მომავალში თქვენი სანდო მეგობარი გახდეს. უსმინეთ საკუთარი სხეულიდან მომდინარე სიგნალებს და ნუ გადაიღლებით.ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით.

სასწორი

სამსახურში დადებითი ცვლილებების დრო დადგა. ეს შეიძლება ხელფასის მომატება ან მენეჯმენტის ცვლილება იყოს. ამ დღეს თქვენი აქტივობა ყოველდღიური, მიმდინარე საქმეების დასრულებისკენ იქნება მიმართული. შანსი გექნებათ, რომ თქვენი ლიდერის თვისებები გამოავლინოთ და თუ არ იზარმაცებთ, განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლასაც შეძლებთ.

მორიელი

მშვენიერი დღეა შემოქმედი ადამიანებისთვის – ისინი შთაგონების მოზღვავებას იგრძნობენ. ოჯახთან ერთად გატარებული დრო კმაყოფილებას მოგანიჭებთ. მოულოდნელმა სირთულეებმა არ უნდა შეგაშინოთ. ეცადეთ, მომხდარს იუმორით შეხედოთ და ხელსაყრელი შესაძლებლობები მოძებნოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ცვლილებები მოხდეს – ეს სახლსაც ეხება და სამსახურსაც, თუმცა საოჯახო საქმეები თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. ზოგი მშვილდოსანი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ან სახლში რემონტს დაგეგმავს. საქმის მიმართ პრაქტიკული დამოკიდებულება დაგეხმარებათ, რომ ამ დღის ყველა უსიამოვნებას გაუმკლავდეთ.

თხის რქა

ამ დღეს ძალიან ბევრს იმოძრავებთ და უამრავ საინტერესო ადამიანს შეხვდებით. პირადი ცხოვრება და ბავშვებთან ურთიერთობაც ბედნიერებას განიჭებთ. უპირატესობა მიანიჭეთ საქმეებს, რომლებიც კარგად იცით. მოულოდნელმა სირთულემ არ უნდა შეგაშინოთ – მას ძალიან მარტივად გაუმკლავდებით.

მერწყული

ამ დღეს საოჯახო საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. მშვენიერი დღეა ძვირად ღირებული ნივთის, მაგალითად, საოჯახო ტექნიკის შეძენისთვის, რომელიც ცხოვრებას გაგადვილებთ. გირჩევთ, თქვენთვის კომფორტული ტემპით იმუშაოთ – ასე გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სტრესის მოხსნასა და განწყობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

თევზები

ამ დღეს საქმისადმი თქვენი შემოქმედებითი მიდგომა და მუშაობის უჩვეულო სტილი კოლეგებისგან გამოგარჩევთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა თუ დაგეძაბათ, გაუგებრობების დაძლევაში გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ.