„უნდათ ქვეყანა გახლიჩონ, ხალხი სადღაც ცალკე და ხელისუფლება ცალკე”- ირაკლი ქადაგიშვილი

133
spot_img

სამწუხაროდ, პრეზიდენტი მიზანმიმართულად, უხეშად არღვევს კონსტიტუციას და არღვევს იმისთვის, რომ მოახდინოს მავნე ფორმულირების ლეგალიზაცია, თითქოს კანდიდატის სტატუსს ხალხი იმსახურებს, ხელისუფლება კი – არა, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ წევრმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა  მედიასთან განაცხადა.

„უნდათ, რაღაცნაირად გახლიჩონ და ქვეყანა იყოს გახლეჩილი, ხალხი სადღაც ცალკე და ხელისუფლება ცალკე. ერთი მოწოდებაა, რომ მაქსიმალურად, ყველა ერთად ვიყოთ, მაგრამ რეალურად, მეორე მოწოდებაა, რომ ხელისუფლება არაფერს იმსახურებს და ხალხი იმსახურებს. ასე არ ხდება. აი, ამ მავნე ნარატივის ლეგალიზაციას და ლეგიტიმაციას ემსახურება პრეზიდენტი, როდესაც ის ვიზიტებს ახორციელებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, გარკვეულ ძალებს სურთ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისე გააფორმონ, თითქოს ამას ხალხი იმსახურებს, მთავრობა კი – არა, მაშინ, როდესაც ყველა რეფორმა, რომელიც ათი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა ეტაპზე აახლოებდა ევროკავშირთან, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გატარდა.