“უნდა შევზღუდოთ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება, მაღალ რისკებს შეიცავდეს როგორც გაშვილებასთან, ისე ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით”- ზურაბ აზარაშვილი

157
spot_img

უნდა შევზღუდოთ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება, მაღალ რისკებს შეიცავდეს როგორც გაშვილებასთან, ისე ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. არასწორი ბიზნესის კეთებით ნებისმიერი ასეთი შესაძლებლობა უნდა შევზღუდოთ, ავკრძალოთ და თუ საჭიროა, ასეთი კლინიკები თუ ცენტრები უნდა დაიხუროს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

კითხვის საპასუხოდ აზარაშვილმა განმარტა, რომ არასწორ ბიზნესში კლინიკების ყველანაირი რეგულაციისა და კონტროლის გარეშე ფუნქციონირებას გულისხმობს.

ამასთან, როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, მთავრობა ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„ნებისმიერი პროცესზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ. შესაბამისად, უნდა გვქონდეს სრული კონტროლი. შეუძლებელია, ადამიანის გასხვისებას, გაყიდვას, ამ პროცესს ვადევნებდეთ თვალყურს და არანაირი ბერკეტი, მექანიზმი, კანონმდებლობა არ გვქონდეს. ცვლილება, რომელიც პარლამენტში გადავაგზავნეთ, ყველა იმ საჭიროებას ითვალისწინებს, რომელიც შეიძლება, დაკავშირებული იყოს ჩვენს მოქალაქეებთან. ცვლილებები გატარებული იქნება, მათ შორის აღრიცხვასთან დაკავშირებით, უნდა შეიქმნას რეესტრები. დონორების მოპოვებიდან დაწყებული, სუროგაციის ჩათვლით, პროცესი სრულად იქნება სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ, რათა წლების შემდეგ ძალიან მძიმე შედეგებამდე არ მივიდეთ. ეს პროცესი ძალიან საპასუხისმგებლოა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.