გერმანიის შემდეგ, უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის წინააღმდეგ ესპანეთიც გამოდის. ამის შესახებ ტელეკომპანია RTVE ესპანეთის თავდაცვის მინისტრ მარგარიტა რობლესის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
გერმანია ეწინააღმდეგება უკრაინისთვის კასეტური იარაღის გადაცემას – Reuters
როგორც რობლესმა ჟურნალისტებს განუცხადა, „პატივს სცემს სუვერენული ქვეყნის (აშშ) გადაწყვეტილებას“, თუმცა, არ იზიარებს და ეწინააღმდეგება უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემას.
„გარკვეული იარაღისა და ბომბების მიწოდება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არა კასეტური საბრძოლო მასალისთვის და დიახ უკრაინის ლეგიტიმური თავდაცვისთვის დახმარებას. არა – კასეტურ ჭურვებს და კი – დახმარებას უკრაინის ლეგიტიმური დაცვისთვის“, – განაცხადა მარგარიტა რობლესმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის საკითხი მისთვის „ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ასე სჭირდებოდა უკრაინას“. ხოლო პენტაგონში განმარტეს, რომ უკრაინისთვის კასეტური იარაღის გადაცემა კონტრშეტევის ნელი ტემპების გამო გადაწყდა.
რეზნიკოვი ასახელებს 5 პრინციპს, რომელსაც უკრაინა კასეტური ბომბების გამოყენებისას დაიცავს
ხოლო რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ამ იარაღს ყველა წესის დაცვით გამოიყენებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ომის დროს და მის შემდეგ, კასეტურმა ბომბებმა საფრთხე არ შეუქმნას მშვიდობიან მოსახლეობას.