“უკრაინის ზოგიერთი მეგობარი ჯერ კიდევ არ განიხილავს პუტინს, როგორც ბოროტებას, რომელიც უნდა განადგურდეს” – კულება

26
spot_img

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის ზოგიერთი მეგობარი ჯერ კიდევ არ განიხილავს პუტინს, როგორც ბოროტებას, რომელიც უნდა განადგურდეს.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ზოგიერთ საერთაშორისო პარტნიორს ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმირ პუტინმა სერიოზული შეცდომა დაუშვა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის წამოწყებით, ნაცვლად იმისა, რომ განიხილონ იგი, როგორც ბოროტება, რომელიც უნდა გაქრეს საერთაშორისო პოლიტიკიდან.

მან აღნიშნა, რომ უკრაინასა და მის პარტნიორებს ორი კონცეპტუალური პრობლემა აქვთ და მათგან პირველი არის ის, რომ უკრაინის ყველა მეგობარი არ განიხილავს პუტინს ბოროტებად.

“ისინი კვლავ განიხილავენ მას როგორც ადამიანს, როგორც ლიდერს, რომელმაც დაუშვა მძიმე შეცდომა, რომლისთვისაც მან უნდა გადაიხადოს საფასური, მაგრამ არა როგორც ბოროტებას, რომელიც უნდა განადგურდეს”, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.