უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა

31
spot_img

უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.

უკრაინის პარლამენტის წევრის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, კანონპროექტს მხარი 283-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიმდინარე წლის 7 თებერვალს მობილიზაციის შესახებ მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად, კანონპროექტი სამხედრო მოსამსახურეების დემობილიზაციის შესახებ დებულებებს ითვალისწინებდა, რომელიც მოგვიანებით ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტმა ამოიღო.

მეორე მოსმენისთვის სახალხო დეპუტატებმა კანონპროექტის დოკუმენტში 4 269 ცვლილება შეიტანეს.