ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ომის დროს დღის წესრიგში არაა.
სტოლტენბერგმა აღნიშნული განცხადება ბრიუსელში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა, რომლის ორგანიზატორიც აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდია.
როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ივლისში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად დაესწრება ნატოს ვილნიუსის სამიტს.
მანამდე, ამერიკული გამოცემა Washington Post-ი წერდა, რომ ალიანსში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ მიწვევას უკრაინა, 11-12 ივლისის ვილნიუსის სამიტზე, არ მიიღებს.