უკრაინაში სამხედრო მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე შემცირდება

22
spot_img

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სამხედრო მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე შემცირდება.

„გაწვევისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ შესაბამისი კანონპროექტის No9281 ბარათში აღნიშნულია, რომ 2 აპრილს კანონი პრეზიდენტის ხელმოწერით დაუბრუნდა უმაღლეს რადას“, – აღნიშნულია რადას განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რადამ კანონპროექტს 2023 წლის 30 მაისს დაუჭირა მხარი და ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერას ელოდნენ.