დნიპროში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

20
spot_img

უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა.

ლისაკის თქმით, დაშავებულებს შორის ხუთი ბავშვია. „რვა დაჭრილი ჰოსპიტალიზებულია. დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა ლისაკმა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა სასწავლო დაწესებულება.