“უკრაინას სჭირდება ახალი სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება შეთანხმებაზე, და არა გამარჯვებაზე” – Bloomberg

129
spot_img

უკრაინის კონტრიერიში ჩიხში შევიდა, რომლიდანაც გამოსვლა რთული იქნება. ეს დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ. ახლა უკრაინას სჭირდება ახალი სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება შეთანხმებაზე, და არა გამარჯვებაზე, – ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.

სტატიის ავტორის, მარკ ჩემპიონის აზრით, ისეთი შეთანხმების მისაღწევად, რომელსაც უკრაინა და მისი მოკავშირეები დაეთანხმებიან და რუსეთიც შეასრულებს, საჭირო იქნება ერთდროულად ბრძოლა, შეიარაღება და მოლაპარაკებების წარმოება.

„პუტინის მიზანი რუსეთის გავლენის გაფართოებაა, ამიტომ მყარი მშვიდობის მიღწევა უფრო რთული იქნება. ამასთანავე, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იქნება, შეინარჩუნოს მომავალში წვდომა უკრაინის ბაზარსა და რესურსებზე. თავის მხრივ, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ შეიქმნას საფუშველი უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და განვითარებისთვის. ეს ორი მიზანი კი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ამგვარად, უკრაინას დასჭირდება Leopard-ის ტიპის ტანკები, ATACMS-ის ტიპის რაკეტები და F-16-ის ტიპის თვითმფრინავები, რათა შეაკავოს რუსეთის ომის დასრულების შემდეგაც“, – აღნიშნულია სტატიაში.

ამასთანავე, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ უკრაინამ მოკავშირეების დახმარებით უკვე ბევრს მიაღწია.

„პუტინის შეჭრის ძირითადი მიზანი – კიევის დაკავება, უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ – ჩავარდა. უკრაინამ საკმარისი ზიანი მიაყენა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, რათა მისი მარგინალიზაცია მოხდეს. გარდა ამისა, უკრაინაში ჩამოყალიბდა ეროვნული იდენტობა, რომელიც 2014 წლის რუსეთის თავდასხმამდე მხოლოდ ქვეყნის ცალკეულ ნაწილში იგრძნობოდა“, – წერს გამოცემა.