“თუ ახლა არ სჭირდება პრეზიდენტს ნებართვა, რატომ სჭირდებოდა წარსულში”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ პრეზიდენტის საფრანგეთში უნებართვო ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
“როდესაც ეს ვიზიტი შედგება, დაადასტურებს იმას, რომ სამართლებრივი ნონსენსი იყო. რეალურად, არანაირი სამართლებრივი მდგენელი არ არსებობდა. თუ ახლა არ სჭირდება პრეზიდენტს ნებართვა, რატომ სჭირდებოდა წარსულში,” – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.