უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 35 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა

31
spot_img

უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 35 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, რამაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია, ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 17 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კრასნოდარის რეგიონში, ოთხი მოსკოვის რეგიონში და დანარჩენი ექვსი კი სხვა რეგიონებში.

კრასნოდარის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი ლიკვიდირებულია და ხანძრის შედეგად მსხვერპლი არ არის, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა გულის შეტევით.

სლავიანსკის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელმა, რომან სინიაგოვსკიმ განაცხადა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლები ევაკუირებული არიან და მომხდარის შედეგად მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვის მახლობლად მდებარე სამ რაიონში დრონების ჩამოგდების შედეგად არავინ დაშავებულა.

ბელგოროდში უკრაინის მიერ გაშვებულმა ოთხმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.

როგორც „როიტერი“ წერს, ეს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაციაა რუსეთის ტერიტორიაზე.