ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

20
spot_img

Reuters-ის ცნობით, ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. სამხრეთ ისლანდიაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.

ვულკანი, რომელიც დედაქალაქიდან სამხრეთით, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, დეკემბრის შემდეგ უკვე მეოთხედ ამოიფრქვა. მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ ხელისუფლებამ მოსახლეობა რამდენიმე კვირის წინ გააფრთხილა.

ცნობისთვის, ისლანდიაში 30-ზე მეტი აქტიური ვულკანი მდებარეობს