უკრაინა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია – ჯოზეფ ბორელი

91
spot_img

უკრაინა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ევროკავშირის 27 ქვეყნის  საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის მხარდამჭერი ერთიანი გზავნილი გააჟღერა.

„უკრაინა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია – ჩვენი ვალდებულებით არ  დავიღლებით. მე ვმუშაობ ევროკომისიის დავალების შესაბამისად, ჩვენს მომავალ უსაფრთხოების ვალდებულებებზე, – წერს ბორელი ტვიტერზე.