უკრაინა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის მხარდამჭერი ერთიანი გზავნილი გააჟღერა.
„უკრაინა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია – ჩვენი ვალდებულებით არ დავიღლებით. მე ვმუშაობ ევროკომისიის დავალების შესაბამისად, ჩვენს მომავალ უსაფრთხოების ვალდებულებებზე, – წერს ბორელი ტვიტერზე.
Today, the EU’s 27 foreign ministers passed a united message of support to Ukraine, as we welcomed FM @DmytroKuleba.
Ukraine is EU’s top priority – there will be no fatigue to our commitment. I am working, following up to the #EUCO tasking, on our future security commitments. pic.twitter.com/bfHFitm5km
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) November 13, 2023