უკრაინა დაჟინებით მოითხოვს ილ-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე საერთაშორისო გამოძიებას – ვოლოდიმირ ზლენსკი

24
spot_img

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა ფაქტის დადგენა და გამოძიება 24 იანვარს, ბელგოროდის ოლქში რუსული ილ-76-სის ჩამოვარდნის ფაქტზე.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროს კირილ ბუდანოვთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვასილი მალიუკთან და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს სერჰიი შაპტალასთან თვითმფრინავთან და ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური თვითმფრინავის ჩამოვარდნის ყველა გარემოებას იძიებს.

„აშკარაა, რომ რუსები უკრაინელი ტყვეების სიცოცხლით, მათი ახლობლების გრძნობებითა და ჩვენი საზოგადოების ემოციებით თამაშობენ. ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა ფაქტი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა რუსეთის ტერიტორიაზე – ჩვენი კონტროლის მიღმა.

დავავალე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, აცნობოს პარტნიორებს უკრაინაში არსებული მონაცემების შესახებ. ჩვენი სახელმწიფო დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.