ხარკოვში გლოვის დღე გამოცხადდა

32
spot_img

ხარკოვში, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა გამო, 25 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„23 იანვრის სარაკეტო თავდასხმას ხარკოვში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია მოჰყვა მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით. ამასთან დაკავშირებით, დღეს ქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული“, – განაცხადა ხარკოვის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იგორ ტერეხოვმა.

მისი თქმით, „ყველა რუსი მონსტრი, ვინც დამნაშავეა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში, ჯოჯოხეთში დაიწვება“.

შეგახსენებთ, 23 იანვარს, რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რასაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.